16 ნოემბერს ადვოკატთა ასოციაციის ქუთაისის ოფისში, ასოციაციის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამართლებრივი რეგულაციები.
აღნიშნული ტრენინგ მოდული შემუშავდა ადვოკატთა ასოციაციისა და პროექტ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UNWOMEN) თანამშრომლობის ფარგლებში.
ტრენინგი ჩატარდა ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში და მას უძღვებოდა ასოციაციის ტრენერი - რუსუდან პაჭკორია.